ზურაბ ჯორბენაძე – მამაოების საქმეს კორუმპირებული მოსამართლე განიხილავს {video}

2013 წლის 19 ივლისი | 14:52

ადვოკატი ზურაბ ჯორბენაძე აცხადებს, რომ 17 მაისის მოვლენებზე დაკავებული სასულიერო პირების საქმეს, მისი ბიძაშვილი, მერაბ ჯორბენაძე განიხილავს. ადვოკატის მტკიცებით, ის  მოსამართლე, წინა ხელისუფლების დროს, კორუფციის გზით გახდა.

ჯორბენაძე ხელისუფლებასაც მიმართავს და მოუწოდებს, რომ სასულიერო პირების გასამართლების ნაცვლად, ლგბტ პირების დაფინანსების წყაროები გამოიძიონ. ამასთან, პროკურატურის შეცდომაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ მოძღვრებს ბრალი, ძალადობის ორგანიზებისათვის, შეცდომით აქვთ წაყენებული.

შეგახსენებთ, რომ ჰომოფობიისა და ტრანსფობიის საერთაშორისო დღეს, თბილისში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. მომხდართან დაკავშირებით, პოლიციამ ორი სასულიერო პირი დააკავა, რომელთა საქმის განხილვა, საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს.

საქმის განხილვა 23 ივლისს განახლდება.

Garbonline.tv ცდილობს, სასამართლოსგან კომენტარის მოპოვებას.

სინქრონი:

ზურაბ ჯორბენაძე – ადვოკატი.

ავტრები:

ირმა ჭარაქაშვილი, რობერტ ჭურღულია.