ზუგდიდში, დევნილთა დასახლებაში მოსახლეობას რამდენიმე დღეა წყალი არ მიეწოდება {VIDEO}

2017 წლის 20 მარტი | 19:16

ზუგდიდში, დევნილთა ახალ დასახლებაში მოსახლეობას რამდენიმე დღეა წყალი არ მიეწოდება. მოქალაქეები ამბობენ, რომ, წყალსაქაჩი, რომელიც 10 დღის წინ გააკეთეს, კვლავ გაფუჭდა. წყლის მიწოდების მოთხოვნით მათ დღეს აქცია გამართეს. დევნილთა სამმართველოს სამეგრელო-ზემო სვანეთის უფროსის თქმით, აღნიშნულ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს. თაბუკაშვილის ქუჩაზე დევნილებს წყლის პრობლემა ერთ წელზე მეტია აწუხებთ.

წყარო: “ოდიში”.