ზუგდიდის გამგეობასა და მერიაში ყველაზე დიდი ოდენობით პრემია გაიცა – საერთაშორისო გამჭვირვალობის კვლევა {VIDEO}

2017 წლის 14 მარტი | 15:29

2016 წელს გამგეობებსა და მერიებს შორის ყველაზე დიდი თანხა პრემიის სახით გაიცა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში – 771 825 ლარის ოდენობით, ყველაზე ნაკლები კი მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობაში 52 850 ლარის ოდენობით; რაც შეეხება საკრებულოებს ყველაზე დიდი მოცულობით პრემია და სახელფასო დანამატი გაიცა თემი ზუგდიდის საკრებულოში – 201 445 ლარის ოდენობით, ყველაზე ნაკლები კი მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 840 ლარის ოდენობით.  ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს”  კვლევაშია ნათქვამი. ტელეკომპანია “ოდიშის” ცნობით, ზუგდიდი გამგეობასა და მერიაში ამ დრომდე განმარტება არ გაუკეთებიათ.

არასამთავრობო ორგანიზაცია პრემიებისა და სახელფასო დანამატების გარდა, სატელეფონო კომუნიკაციებზე, მივლინებებსა თუ საწვავის შესაძენად გაწეული ხარჯებითაც დაინტერესდა.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” პრემიებისა და სახელფასო დანამატების გარდა, სატელეფონო კომუნიკაციებზე, მივლინებებსა თუ საწვავის შესაძენად გაწეული ხარჯებითაც დაინტერესდა.

სინქრონი:

  • არჩილ თოდუა – “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” წარმომადგენელი;
  • მამუკა წოწერია – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე.

წყარო: “ოდიში”.