ჟურნალისტების სოლიდარობის აქცია [Video]

2017 წლის 31 მაისი | 15:37

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მხარდასაჭერი აქცია ბათუმში. ჟურნალისტები, არასამთავრობო და სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები ევროპის მოედანზე შეიკრიბნენ და აფგან მუხთარლის სოლიდარობა გამოუცხადეს. ჟურნალისტი გუშინ, 29 მაისს, გაუჩინარდა თბილისიდან და ამჟამად იგი აზერბაიჯანში, პატიმრობაში იმყოფება. აქციის მონაწილეები საქმეზე განმარტებებს ითხოვენ.  აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს შსს-მ გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ს 143-ე მუხლით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. უწყების ცნობით, პარალელურად, მიმდინარეობს კომუნიკაცია აზერბაიჯანულ მხარესთან. როგორც კი დადგინდება ფაქტობრივი გარემოებები, საზოგადოებას მიეწოდება დეტალური ინფორმაცია.

წყარო: TV25.