ვლადიმერ ჩაჩიბაია გენერალური შტაბის უფროსი გახდა {VIDEO}

2016 წლის 23 ნოემბერი | 16:24

“მთავარია, ჩვენი შეიარაღებული ძალები იყოს ისე მომზადებული, რომ მტერს არ გაუჩნდეს საზღვრების შელახვის ინტერესი”-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ვაზიანში საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალზე. ვახტანგ კაპანაძემ საქართველოს შეიარაღებული ძალების დროშა და შტაბის ხელმძღვანელობა ვლადიმერ ჩაჩიბაიას გადასცა.