ვიზის ლიბერალიზაცია და არსებული გამოწვევები {VIDEO}

2017 წლის 28 იანვარი | 23:08

ვიზის ლიბერალიზაცია და არსებული გამოწვევები 12 იანვარს, იანვარს ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულებისა და შინაგან საქმეთა კომიტეტმა (LIBE) მხარი დაუჭირა საქართველოსათვის ვიზის ლიბერალიზაციის მინიჭებას. საკითხის პლენარულ სხდომაზე გატანა და კენჭისყრა, სავარაუდოდ, თებერვალში მოხდება. იმ შემთხვევაში, თუ კენჭისყრით ევროპარლამენტმა ვიზები გაგვიუქმა, გაზაფხულის შუა პერიოდიდან, საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონაში თავისუფლად გადაადგილებას შეძლებენ. აღნიშნული ცვლილებების პარალელურად, გააქტიურდა მითები, რომლებიც ევროინტეგრაციას წინააღმდეგაა მიმართული. ამ საკითხთან დაკავშირებით ქუთაისის ტელეკომპანია “რიონში” დისკუსია შედგა.