ვერეს აუზში  მდინარის დონისა და ნალექმზომი მოწყობილობები დამონტაჟდა [Video]

2017 წლის 13 ივნისი | 19:52

მდ. ვერეს ხეობაში   ჩატარებული  კვლევების საფუძველზე სიცოცხლისათვის საფრთხის შემცვლელი არეალი დადგინდა,- გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა  თამარ ბაგრატიამ   მედიის წარმომადგენლებს  2015 წლის 13-14 ივნისს  თბილისში განვითარებული  სტიქიური პროცესების   შესახებ ანგარიში წარუდგინა. კვლევების შედეგების ამსახველი დოკუმეტი შემდგომი  რეაგირებისათვის და სათანადო დამცავი  ღონისძიებების გატარების მიზნით შესაბამის უწყებებს წარედგინა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მერ  ვერეს აუზში  მდინარის დონის მზომი და ნალექმზომი მოწყობილობები   დამონტაჟდა,  რომელთა მონაცემები სააგენტოს ონლაინ რეჟიმში მიეწოდება. სადგურები  საშუალებას იძლევა, უხვი ნალექის შემთხვევაში ბუნებრივი მოვლენების პროგნოზირების მიზნით  შესაბამისი  უწყებების ინფორმირებას.

2015 წლის 13 ივნისის სტიქიამ ვერეს ხეობაში 24 ადამიანი იმსხვერპლა, წყალდიდობამ და წყნეთის მიდამოებში მოწყვეტილმა მეწყერმა გაანადგურა საცხოვრებელი სახლები, ზოოპარკი, საგზაო ინფრასტრუქტურა.

ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სინქრონები:

  1. თამარ ბაგრატია – გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი;
  2. რამაზ ჭითანავა – გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის უფროსი.