ვაქცინა ზიკას წინააღმდეგ {VIDEO}

2016 წლის 23 ივნისი | 13:30

კარგი ამბები მედიცინის სფეროდან – ზიკას ვირუსის წინააღმდეგ ომში პირველი გამარჯვება მიღწეულია. აშშ-ს სურსათის და მედიკამენტების ხარისხის კონტროლის უწყებამ ნებართვა გასცა, ამ საშიში დაავადების საწინააღმდეგო მსოფლიოში პირველი ვაქცინის კლინიკური ცდები ადამიანზე ჩატარდეს.

პრეპარატი სამუშაო დასახელებით “ჯიელეს 5 700” ერთობლივად შეიმუშავეს ამერიკულმა და სამხრეთ კორეულმა კომპანიებმა. ახლა ჯერი მოხალისეების მოძებნაზეა. ცხოველებზე ჩატარებულმა ცდებმა აჩვენა, რომ ვაქცინა აიძულებს ორგანიზმს გამოიმუშავოს ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების დიდი ოდენობა, შედეგები უკვე ამ წლის ბოლომდე უნდა გამოვლინდეს.

რეპორტაჟი მომზადებულია პარტნიორი პროექტის – currenttime.tv – ს მიერ, GARB – თან თანამშრომლობით.