ვახტანგ მაისაია – ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის სამხედრო წვრთნები სამხედრო მუქარის შემცველია [Video]

2017 წლის 29 ივნისი | 15:11

რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში მასშტაბური სამხედრო სწავლებისთვის ემზადება. წვრთნის მიზანი სამხრეთ-დასავლეთიდან შესაძლო აგრესიის მოგერიება იქნება. ინფორმაციას აფხაზური მედია ოკუპირებულ რეგიონში დისლოცირებულ რუსულ ბაზაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ოკუპირებულ აფხაზეთში დაგეგმილი წვრთნების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სამხედრო ექსპერტების ნაწილი ეხმაურება. ვახტანგ მაისაის შეფასებით, ეს სამხედრო მუქარაა. მისი თქმით,  ეს წვრთნები არაგეგმიურია და მსგავსი შემთხვევები რუსეთის ფედერაციის მხრიდან ხშირია, განსაკუთრებით კი არაგეგმიური წვრთნების ინტენსივობა სამხრეთ სტრატეგიულ სარდლობაში.

წვრთნებს აფასებენ საპარალამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციაში.

“მიგვაჩნია, რომ ეს არის მორიგი არალეგიტიმური მოქმედებები ჩვენს ტერიტორიაზე. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ საერთაშორისო პასუხი იყოს ერთიანი”. -განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

სინქრონი:

ვახტანგ მაისაია – ექსპერტი სამხედრო საკითხებში.