უვიზო მიმოსვლის პირველივე დღეს, წარჩინებული სტუდენტები სახელმწიფო მინისტრთან ერთად ევროპაში გაემგზავრებიან {VIDEO}

2017 წლის 27 მარტი | 19:32

ვიქტორ დოლიძე  უვიზო მიმოსვლის ამოქმედების დღეს წარჩინებულ სტუდენტებთან ერთად ათენში, შემდეგ კი ბრიუსელში გაემგზავრება – ამის შესახებ მან საქართველოს უნივერსიტეტში, ნატოსა და ევროკავშირის აუდიტორიის გახსნაზე განაცხადა.

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრსა და საქართველოს უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის  მემორანდუმს  ხელი დღეს მოეწერა. ღონისძიებაზე სახელმწიფო მინისტრმა საქართველოს ევროინტეგრაციის შესახებ ლექცია წაიკითხა  და სტუდენტებს უვიზო მიმოსვლის წესებზე ესაუბრა.

საინფორმაციო ცენტრმა მსგავსი აუდიტორიები უკვე გახსნა სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეებისთვის, 28 მარტიდან ამოქმედდება.

სინქრონები:

ნინი ბოლქვაძე – ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი;
ვიქტორ დოლიძე-ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრი

 

ავტორები:

სალომე შალიკაშვილი, დავით ჯიბუტი