2017 წლის 1 მარტი | 17:41
ჭიათურაში უფასო wi fi-ით სარგებლობა ყველას შეუძლია. უსადენო ინტერნეტით სარგებლობისთვის სპეციალური მოწყობილობა ქალაქის 8 წერტილში დამონტაჟდა. ინიციატივა ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელს ეკუთვნის. გარდა ქალქის ტერიტორიისა, იგეგმება ჭიათურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრების ინტერნეტით უზრუნველყოფაც. ზურაბ კუპატაძის თქმით, ინტერნეტიზაციის პარალელურად, ადმინისტრაციულ ერთეულებში ელექტრონულ საქმის წარმოებაზე გადასვლა განხორციელდება.
წყარო: “იმერვიზია”.