UNDP – ადგილობრივ თვითმმართველობებში მოსახლეობის ჩართულობა, კვლავ დაბალია და ის 20%-ს შეადგენს {VIDEO}

2016 წლის 24 ოქტომბერი | 13:43

დაწყებითი და არაფორმალური განათლება, სოფლის მეურნეობისა და რეგიონული განვითარება და ამ ყველა დარგში გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის გაზრდა,-  ამ მიმართულებით 2015-2016 წლებში გაცემული მცირე გრანტების პროგრამის შედეგები ორდღიან კონფერენციაზე შაჯამეს.

გაეროს განვითარების პროგრამის კვლევის მიხედვით, ადგილობრივ თვითმმართველობებში მოსახლეობის ჩართულობა, კვლავ დაბალია და ის 20%-ს შეადგენს. ნილ სკოტის თქმით, თითოეული მოქალაქის მოვალეობაა, რომ ადგილობრივი თვითმართველობის საქმიანობაში მონაწილეობა მიიღოს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის, თენგიზ შერგელაშვილის განცხადებით, თვითმმართველობის რეფორმის ფარგლებში აუცილებელია მუნიციპალიტეტის საქმიანობის პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართვა. მისი შეფასებით რეგიონებში მოქალქეების მეტი გააქტიურებაა საჭირო.

მცირე გრანტების პროგრამას, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობების ხელშეწყობით ახორციელებს. ხუთწლიანი ინიციატივა, რომელიც 2012 წელს დაიწყო და 2017 წელს დასრულდება, მიზნად ისახავს, მმართველობის დეცენტრალიზაციის ხელშეწყობას და რეგიონული და ადგილობრივი განვითარების საუკეთესო ევროპული მოდელების დანერგვას საქართველოში.

სინქრონები:

ნილ სკოტი – გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი საქართველოში;
თენგიზ შერგელაშვილი  – რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე;
ზვიად დევდარიანი – „სიდას“ აღმასრულებელი დირექტორი.

ავტორები:

ირმა ჭარაქაშვილი, დავით ჯიბუტი.