უნდა მივცეთ ყველა მხარეს შესაძლებლობა ამტკიცოს თავისი სიმართლე-გიორგი მარგველაშვილი {VIDEO}

2017 წლის 21 თებერვალი | 19:01

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს საპატრიარქოში ილია მეორეს და წმინდა სინოდის წევრებს შეხვდა დაშექმნილ ვითარებაზე ისაუბრა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, იგი დაესწრო პატრიარქის ხელმძღვანელობით მიმდინარე ღია, დემოკრატიულ და საინტერესო თათბირს, სადაც ყველას აქვს განსხვავებული აზრის და დისკუსიის შესაძლებლობა იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც ეკლესიასთან მიმართებაში ვითარდება.

„ჩვენ უნდა მივცეთ შესაძლებლობა სამართალდამცავ სტრუქტურებს აკეთონ თავისი საქმე პოლიტიკური ჩარევების გარეშე და ამ პროცესის ღიაობით, გამჭვირვალობით, შეჯიბრებითობით, იმიტომ, რომ მე მინდა შევახსენო ყველას, რომ დღეს შეჯიბრებითობა და უდანაშაულობის პრეზუმცია დარღვეულია საქართველოში და მამა გიორგის და ადვოკატებს უნდა მიეცეს შესაძლებლობა თავის სიმართლე გააცნონ საზოგადოებას“-განაცხადა პრეზიდენტმა.