უბედური შემთხვევა ტყიბულის მინდელის სახელობის შახტაში

2017 წლის 9 მაისი | 22:14

ტყიბულში მინდელის შახტაში უბედური შემთხვევის შემდეგ 4 მუშას ეძებენ. ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები, ასევე ადგილობრივი მთავრობის წევრებიც.

უბედურ შემთხვევას თავის Facebook გვერდზე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

მომხდარს ეხმაურება რკინიგზელთა პროფკავშირის წარმომადგენელი ილია ლეჟავაც, რომელმაც Facebook-ის პირად გვერდზე აქციაც დაანონსა.

განცხადება გაავრცელა სახალხო დამცველმაც.

garb.ge ცდილობს ინფორმაცია ადგილზე მყოფ ადამიანებთან გადაამოწმოს. როგორც ირკვევა შახტასთან მუშების ოჯახის წევრები არიან შეკრებილები.