ცესკოს საარჩევნო დარღვევებზე ოთარ კახიძის ინფორმაციას უარყოფს {VIDEO}

2016 წლის 30 ოქტომბერი | 13:38

ცესკო მარნეულის მაჟორიტარულ ოლქში  50-უბანზე არსებული დარღვევების შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ოთარ კახიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს.

კახიძემ, სოციალურ ქსელ Facebook-ში ვიდეო გაავრცელა, სადაც საუბრობს, რომ აღნიშნულ საარჩევნო უბანზე არ მოწმდება მარკირება და კომისიის წევრი ყუთში ბიულეტენების ჩაყრამდე ამოწმებს თუ რომელმა მოქალაქემ  ვის მისცა ხმა.

ანა მიქელაძის განმარტებით, ცესკოს მიერ აღნიშნული ინფორმაციის  გადაამოწმების შემდეგ, მსგავსი შემთხვევები არ დაფიქსირდა, თუმცა აღინიშნა ერთი დარღვევა, როდესაც კომიისი წევრმა ამომრცეველს მიუთითა რომ ბიულეტინი გადაეკეცა და ისე ჩაედო კონვერტში.

მარნეულის 50-ე საარჩევნო უბნიდან უფლებამოსილების გადაჭარბებისა და კომისიის წევრებისთვის ხელისშეშლისთვის,  „ნაციონალური მოძრაობისა“ და „თანასწორობის ცენტრის“ დამკვირვებლების ტერიტორია დაატოვებინეს. ინფორმაცია ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა ჟურნალისტებს მიაწოდა.

სინქრონი:

ანა მიქელაძე – ცესკოს სპიკერი.