თხილის ნაჭუჭისგან წარმოებული ბრიკეტები – პროდუქტის საექსპორტო პოტენციალი ევროკავშირის ბაზარზე {VIDEO}

2016 წლის 22 დეკემბერი | 12:17

ზუგდიდში თხილის ნაჭუჭისგან სპეციალური ტექნოლოგიის გამოყენებით ბრიკეტებს უკვე ერთი წელია ამზადებენ.  თამაზ მელაძეს პროდუქციის  წარმოება საექსპორტო პოტენციალმა გადააწყვეტინა. ადგილობრივი ბაზრის ათვისების შემდეგ, ქართულ პროდუქციას აზერბაიჯანსა და თურქეთშიც შევხვდებით. ამ ეტაპზე ნაწარმის ევროკავშირში გასატანად აქტიურად მუშაობენ. ბრიკეტებს შეშასთან შედარებით რამდენიმე უპირატესობა აქვს. ეკოლოგიურად სუფთა გასათბობი საშუალება შეშაზე იაფი ღირს და უფრო დიდხანსაც იწვივს.

სინქრონები:

  • თამაზ ლომიძე – Ecoline Energy- ის დამფუძნებელი;
  • რეზო გეთიაშვილი – “კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელის” (CENN) გარემოსდაცვითი პროგრამების კოორდინატორი;
  • ნათია იორდანიშვილი -ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე.

ავტორები:

ირმა ჭარაქაშვილი, ბობი ჭურღულია.