თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ნდობის ჯგუფის წევრების მიმართ კითხვები არ უნდა არსებობდეს – ბათუ ქუთელია {VIDEO}

2016 წლის 25 ნოემბერი | 15:11

საქართველოს პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის ნდობის ჯგუფის წევრები ყურადღებით უნდა შეირჩნენ, რადგან მათ  საიდუმლო ინფორმაცია წვდომა ექნებათ, – საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი ნდობის ჯგუფის დაკომპლექტების საკითხს ეხმაურება.

ბათუ ქუთელია განცხადებით, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია საქართველოს უსაფრთხოება საფრთხე  შეექმანას. მისი განმარტებით, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ნდობის ჯგუფის წევრების კომპეტენცია, ბიოგრაფია და რეპუტაცია საერთაშორისო სტანდარტებს უნდა შეესაბამებოდეს და პარტნიორი ქვეყნების  და ორგანიზაციების წარმომადგენლებს, მათთან დაკავშირებით კითხვები არ უნდა გაუჩნდეთ.

თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის ნდობის ჯგუფი დაკომპლექტებასთან დაკაშვირებით განცხადება გაავრცელა „კოალიცია ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის“.

„საქართველოს კანონმდებლობით აუცილებელია, რომ ნდობის ჯგუფის წევრებმა გაიარონ უსაფრთხოების სამსახურების კანონით გათვალისწინებული შემოწმება მათი მუშაობის სპეციფიკიდან გამომდინარე. ასევე, მათთან ერთად კომიტეტების სხვა წევრებსაც მოუწევთ ნატოს ეგიდით გამართულ ღონისძიებებში მონაწილეობა, რისთვისაც მათ დასჭირდებათ ნატოს უსაფრთხოების შემოწმების გავლაც.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, “კოალიცია ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის” მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს:

განსაკუთრებული ყურადღებით  მოეკიდოს ამ კომიტეტებისა და ნდობის ჯგუფის დაკომპლექტებას, რათა თავიდან აიცილოს მნიშვნელოვანი ზიანი ქვეყნის უსაფრთხოებისათვის;

აღადგინოს ნდობის ჯგუფის წევრების კენჭისყრით დანიშვნის წესი და შესაბამისად დააკომპლექტოს ახალი ნდობის ჯგუფი;

სამოქალაქო საზოგადოებას მიეცეს რეალური საშუალება, რომ ერთის მხრივ მონიტორინგი განახორციელოს მიმდინარე პროცესებზე, მეორეს მხრივ კი თანამონაწილეობით ხელი შეუწყოს უსაფრთხოების სფეროში რეფორმების შემდგომ განხორციელებას.“-ვკითხულობთ განცხადებაში.

სინქრონი:

ბათუ ქუთელია – საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი.

ავტორები:

ირმა ჭარაქაშვილი, სანდრო ხატიაშვილი.