ჭიათურისა და დუშეთისათვის ევროკავშირი განვითარების ახალ კონცეფციას ამზადებს {VIDEO}

2016 წლის 7 დეკემბერი | 18:16

ურბანული სტრატეგიები ისტორიულ ქალაქებში-ჭიათურისა და დუშეთის განვითარებისთვის პრიორიტეტულ მიმართულებებსა და განვითარების სტრატეგიებზე მუშაობა მიმდინარეობს. ევროკავშირის და ევროსაბჭოს დაფინანსებით მომზადებული პროექტის „კომუსის“ ფარგლებში, საპილოტე ქალაქების მიერ ადგილობრივი   თემის   ჩართულობით   მომზადებულია   განვითარების საბაზო   გეგმები, დასახულია სტრატეგიული   ამოცანები   და   შერჩეულია   ისპრიორიტეტული   ქმედებები,   რომელთა   განხორციელება   ხელს   შეუწყობს   ადგილზე ცხოვრების   ხარისხის   გაუმჯობესებას,   წაახალისებს   ეკონომიკურ   აქტივობებს   და გაზრდის საპილოტე ქალაქების ცნობადობას ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე. საქართველოდან   პროექტში  მონაწილეობისათვის   შერჩეულია  დუშეთი   და   ჭიათურა. კონცეფციებზე დღეს თბილისში, „კომუსის“ რიგით მეხუთე რეგიონული ფორუმზე იმსჯელეს, რომელსაც ხუთი ქვეყნის: სომხეთის, ბელარუსის, მოლდოვის, უკრაინისა და საქართველოს წარმომადგენლები დაესწრნენ.

სინქრონები:

რუსკა მირზიკაშვილი- ევროკავშირის წარმომადგენელი პროექტ კომუსში;
ხათუნა ცერცვაძე-ჭიათურის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი და პროექტის მენეჯერი.