საზოგადოებრივის კრიზისი – განსხვავებული აზრი

2017 წლის 14 თებერვალი | 15:54

საზოგადოებრივ მაუწყებელზე არ არის კოლაფსი, მაუწყებელზე არის უმართავი სიტუაცია და უმართავი სიტუაციის უმოქმედობაში გადაყვანა იქნება გარკვეულწილად დანაშაული საზოგადოების წინაშე – შეფასება მედია ექსპერტმა ზვიად ქორიძემ გადაცემა “განსხვავებული აზრისთვის” მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. მისივე თქმით, “საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უნდა გაზარდოს თავისუფლების ხარისხი, გაზარდოს დამოუკიდებლობის ხარისხი, კონტროლი”.

გადაცემაში თქვენ ასევე მოისმენთ, მაუწყებლის დირექტორის მრჩევლის მიერ გაკეთებულ ვრცელ განმარტებას. ია ანთაძე ამბობს, რომ ტელევიზიაში არის მძიმე რეალობა და ამ რეალობაში მაუწყებელი ვერ გაჩერდება“. ნათია კუპრაშვილთან საუბრისას რეიტინგის დათვლის სისტემაში არსებული ხარვეზიც განიხილეს.

სამოცდამესამე გადაცემა.