წრიულის დემონტაჟი და შეზღუდვები გაზის, წყლისა და ელექტროენერგიის მიწოდებაში – ხის გადატანის შედეგები ქობულეთში [Video]

2017 წლის 25 მაისი | 15:04

ქობულეთში ამ დროისთვის 50-მდე აბონენტი გაზის გარეშეა დარჩენილი. აღმაშენებლის ქუჩის  ნაწილს გაზის მიწოდება გუშინ ღამით დაახლოებით 3 საათზე შეუწყდა. მიზეზად ადგილობრივები ხის გადატანას ასახელებენ. მათი განცხადებით გაზის მიწოდებასთან ერთად ქალაქის ნაწილს წყლისა და ელექტროენერგიის მიწოდებაც შეუწყდათ. ხის გადატანის სამუშაოების გამო სადგურში წრიულის დემონტაჟიც განხორციელდა. მუნიციპალიტეტის გამგეობაში საკითხთან დაკავშირებით ინფრომირებულები არიან. უწყებაში აღნიშნავენ, რომ ამ დროისთვის ქობულეთს  წყალი და ელექტროენერგია შეუფერხებლად მიეწოდება. რაც შეეხება წრიულს,  მუნიციპალიტეტში განმარტავენ, რომ  მშენებელი კომპანია სამუშაოებს უახლოეს დღეებში დაასრულებს. ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში მორიგი  ხის გადატანა გუშინ გვიან ღამით მოხდა.

წყარო: TV 25.