ცხინვალელი ქალი მკურნალობას თბილისში ითხოვს

2012 წლის 5 მაისი | 13:34

40 წლის ცხინვალელი ქალბატონი სამედიცინო მკურნალობას თბილისში ითხოვს. ამის შესახებ ინფორმაცია მან წეროვანის დევნილთა ჩასახლებაში მცხოვრებ ახლობელს მიაწოდა. 2 შვილის დედა, სატელეფონო საუბრაში ირწმუნება, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება და ცხინვალის ე.წ ხელისუფლება თბილისში მკურნალობაზე უარს ეუბნება. ომის შემდეგ ცხინვალელი პაციენტები დედაქალაქის საავადმყოფოებს ხშირად მიმართავენ.Oროგორ და რა გზებით ახერხებენ ე.წ. საზღვრის გადალახვას თემას ნინო ჩიბჩიური გააგრძელებს.