“წითელი ცხვირების” აქცია ბათუმში [Video]

2017 წლის 12 აპრილი | 20:05

ბათუმში “წითელი ცხვირების” საერთაშორისო საქველმოქმედო აქციის ფარგლებში ევროპის მოედანზე აქტივისტები ღრუბლის წითელ ცხვირებს ჰყიდდნენ. შეგროვებული თანხით კი თბილისში, ისეთი სივრცის მშენებლობას გეგმავენ, სადაც უპოვართათვის უფასოდ დაპურება და ტანსაცმლით უზრუნველყოფა იქნება შესაძლებელი. აქცია საქართველოს მასშტაბით პერიოდულად გაიმართება. ერთი ცხვირის ღირებულება 5 ლარია. ორგანიზატორი აკაკი სინჯიკაშვილია.

წყარო: TV25.ge.