წითელ ნუსხაში შესული ბექობის არწივი საფრთხის წინაშე {VIDEO}

2017 წლის 3 აპრილი | 12:39

რამდენიმე თვის წინ დაჭრილი ეს ბექობის არწივი, ზოოპარკის თანამშრომლებმა გადაარჩინეს და გამოჯანმრთელების შემდეგ ბუნებაში დააბრუნეს. თუმცა ცოტა ხანში წითელ ნუსხაში შესულ სახეობას საფრთხე კვლავ დაემუქრა, ამჯერად უკვე გადაშენების. ამის მიზეზი კი გარდაბნის რაიონ სოფელ ჯანდარაში მაღალი ძაბვის ძველი ელექტრო ანძის დემონტაჟი გახდა.  სწორედ ამ ანძაზე იყო განთავსებული ბექობის არწივის ერთ-ერთი ბუდე.

გარდაბნის რაიონში ბექობის არწივის ბუდის მოშლის შესახებ ცნობილი 22 მარტს გახდა. ფაქტის გახმაურების შემდეგ გარემოს დაცვითი ორგანიზაცია “საბუკოს” ძალისხმევით გადაწყდა, რომ ბექობის არწივის კონკრეტულად ამ წყვილის გადასარჩენად,  ელექტროსისტემები ჩაატრებს დამატებით მოკვლევებს და შექმნის ხელოვნურ ბუდეს.

სინქრონები:

  • ალექსანდრე რუხაია – საბუკოს დირექტორი;
  • ირაკლი მაჭარაშვილი – “მწვანე ალტერნატივას” ბიომრავალფეროვნების პროგრამის კოორდინატორი;
  • ეკა ვერულაშვილი – საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემების საზოგადოებასთან ურთერთობის სამსახურის უფროსი;
  • მაია ჩხობაძე – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურის უფროსი.

ავტორები:

მარიამ მხითაროვა, სანდრო ხატიაშვილი.