ცესკოს რუსთავში ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის ფაქტი ამ დრომდე არ შეუსწავლია {VIDEO}

2016 წლის 30 ოქტომბერი | 14:25

“ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატის დავით კირკიტაძის განცხადების საპასუხოდ, სადაც ის რუსთავის 30 საარჩევნო ოლქის 24-ე უბანზე ამომრჩევლის მოსყიდვაზე საუბრობს, ცესკოში აცხადებენ, რომ აღნიშნული ჯერ არ შეუსწავლიათ.

თუმცა ანა მიქელაძის თქმით, მათ ხელთ არსებული ინფორმაციით, ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტი მხოლოდ საარჩენო უბნის გარეთ დაფიქსირდა და მასში კომისიის წევრი არ მონაწილეობდა. მიმდინარეობს საქმის შესწავლა.

დავით კირკიტაძემ, 30 საარჩევნო ოლქის 24-ე უბანზე გადაღებული ვიდეომასალა გაავრცელა, სადაც მისი თქმით, ჩანს, რომ პირი, რომელსაც ცესკოს მიერ გაცემული  დამკვირვებლის მოწმობა აქვს, მეორე პირს საარჩევნო უბანთან ფულს გადასცემს.

რაც შეეხება საარჩევნო უბნებზე გამოვლენილ დარღვევებს, ანა მიქელაძის განმარტებით, ბოლო მონაცემებით, მხოლოდ პროცედურული ხასიათის დარღვევები ფიქსირდება, ხოლო საჩივრების შესახებ ზუსტი ინფორმაცია ცეესკოს ჯერ არ აქვს.

სიქნრონი:

ანა მიქელაძე – ცესკოს სპიკერი.