2017 წელს, შესაძლოა, საფერავის ყურძენზე სუბსიდია აღარ გაიცეს [Video]

2017 წლის 31 მაისი | 12:09

მთავრობას ოფიციალური გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, თუმცა შესაძლოა საფერავის ჯიშის ყურძენზე წელს სუბსიდია გაუქმდეს. ამ ინფორმაციის გავრცელებამ მევენახეების უკმაყოფილება უკვე გამოიწვია, რადგან წელს უხვ მოსავალს ელოდებიან და უმრავლესობა ყურძნის ქარხნებში ჩაბარებას გეგმავს. მევენახეები შიშობენ, რომ სუბსიდიის მოხსნის შემთხვევაში, ხარჯებს ვერ დაფარავენ. რა ეღირება წელს ყურძენი თუ სახელმწიფომ სუბსიდირება გააუქმა – თემით ეკა თეთრაძე დაინტერესდა.

წყარო: “გურჯაანი”.