ტყის საერთაშორისო დღე  მეტყევეებმა რუსთავის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლ „კარიტასი“-ს აღსაზრდელებთან ერთად აღნიშნეს

2017 წლის 21 მარტი | 17:18

ეროვნული სატყეო საგენტოს უფროსმა თორნიკე გვაზავამ და სააგენტოს თანამშრომლებმა, ტყის საერთაშორისო დღე რუსთავის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლ „კარიტასი“-ს აღსაზრდელებთან ერთად გამწვანების აქციით აღნიშნეს. აქციის ფარგლებში  ფორდმა „გაამწვანე საქართველო“-მ გადასცა 60-ზე მეტი ალვისა და სოჭის სახეობის ნერგი, რომელიც ბავშვებმა სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად დარგეს.   ბავშვებს ასევე სააგენტოს სახელით სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

სინქრონები:

  • ნანა ცხვედაძე – ბავშვთა სახლ „კარიტასი“-ს  დირექტორი;
  • თორნიკე გვაზავა – ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი;
  • გოჩა არონიშიძე – საქართველოს საპატრიარქოს ფონდი “გაამწვანე საქართველო”-ს
    აღმასრულებელი დირექტორი.