თვითმმართველობის რეფორმის აუცილებლობა პრემიერის განმარტებით [Video]

2017 წლის 1 ივნისი | 16:07

საქართველოში თვითმმართველობა აუცილებლად განვითარდება და კიდევ უფრო ჩაიშლება დაბალ მუნიციპალურ დონეებზე- ასე გამოეხმაურა მოსალოდნელ ცვლილებებს პრემიერ-მინისტრი დღეს მთავრობის სხდომაზე. გიორგი კვირიკაშვილმა იქვე დასძინა, რომ საზოგადოების ნაწილის მიერ გამოთქმულ სკეპტიკურ შეფასებებს საფუძველი არ გააჩნია.

შეთავაზებული სიახლის თანახმად, 14 მუნიციპალიტეტის რაოდენობა 7-მდე მცირდება. ცვლილება ეხება ზუგდიდს, ოზურგეთს, გორს, თელავს, ახალციხეს, მცხეთას და ამბროლაურს.

მთავრობის მიერ მომზადებულ ცვლილებებს თვითმმართველობის ექსპერტები აკრიტიკებენ. უმეტესობა მათგანის შეფასებით, რეფორმა „საბჭოთა კავშირში დაბრუნებას“ ნიშნავს.