თვითმმართველობის რეფორმირებაზე მსჯელობა ლეგიტიმურია-გია ჟორჟოლიანი {VIDEO}

2017 წლის 5 აპრილი | 14:23

ჩვენთან თვითმმართველობა ფეხს იდგამს და ამიტომ საჭიროებს რეფორმირებას, – საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თვითმმართველი ქალქების რაოდენობის შემცირების საკითხს ეხმაურება.

გია ჟორჟოლიანის შეფასებით, თვითმმართველობის დახვეწაზე მსჯელობა აჟიოტაჟის საგანი არ უნდა გამხდარიყო, რადგან ამ ეტაპზე კანონპროექტი ჯერ არ არსებობს.

მისივე განარტებით, ასევე დაწყებულია მუშაობა, ტერიტორიულ ერთეულებში სახალხო კრების მიერ, სათათბირო ფუნქციით,  ტერიტორიული საბჭოების არჩევაზე, რაც ხელს შეუწყობს რეგიონში დემოკრატიული მმართველობის გაძლიერებას.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 4 აპრილს არასამტავრობო და მედია ორგანიზაციებმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს და საკითხზე მსჯელობისათვის პრემიერტან შეხვედრა მოიტხოვეს. მანამ კი ( 29 მარტს ) რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც  დაწყებულია მსჯელობა გაყოფილი მუნიციპალიტეტების კვლავ გაერთიანებაზე.

სინქრონი:

გია ჟორჟოლიანი – საპარლამენტო უმრავლეოსბის წარმომადგენელი.