თვითმმართველობის რეფორმა – როგორ მიმდინარეობს სოფლის კრებები რეგიონებში {VIDEO}

2016 წლის 30 ივნისი | 17:00

ევროპათან დაახლოების გზაზე საქართველომ მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელა. მათ შორის არის თვითმმართველობის გასაძლიერებლად გაწეული საქმიანობები. განსაკუთრებით აქტუალური სოფლის საერთო კრების მექანიზმია. იდეის თანახმად, დასახლების მაცხოვრებლები ირჩევენ სოფლის რჩეულს, ერთად განიხილავენ მათთვის მნიშვნელოვან სოციალურ, ეკონომიკურ და სხვა საკითხებს, შეჯერდებიან და წარადგენენ მუნიციპალიტეტში. თავად მუნიციპალიტეტი კი ვალდებულია, საერთო კრების გადაწყვეტილება განიხილოს და დასაბუთებული პასუხი გასცეს. ასეთი კრება დუშეთის რაიონის სოფელ მაღაროსკარში ცოტა ხნის წინ ჩატარდა. ადგილობრივებმა საკუთარი თემის ლობირებისათვის ნდობა ლელა ნათობიშვილს გამოუცხადეს.

გადაცემა “მრავალკუთხედი” – 297.