თხილის საწარმოებისთვის HACCP-ის დანერვა სავალდებულო ხდება [Video]

2017 წლის 19 ივნისი | 12:35

2018 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში მოქმედ თხილის მცირე და მსხვილი საწარმოებისთვის ახალი რეგულაცია ამოქმედდება. მათ მოუწევს HACCP-ის სისტემის დანერგვა. ცვლილების ავტორების განმარტებით ეს თხილის ფალსიფიცირების შემთხვევებს და წარმოების პროცესში არსებული რისკების მინიმუმამდე შეამცირებს. რაც ევროპის ბაზარზე გამოვლენილი დარღვევების გამო შელახული ქართული თხილის იმიჯის აღდგენას შეუწყობს ხელს. მეწარმეებს HACCP-ის დანერგვა სახელმწიფოს თანადაფინანსებით შეეძლებათ.