თხილის ნაჭუჭისგან წარმოებული ბრიკეტები – პროდუქტის საექსპორტო პოტენციალი ევროკავშირის ბაზარზე [Video]

2017 წლის 2 ივნისი | 13:10

ტელეკომპანია „ოდიშის“ ეთერში გავიდა გადაცემა „დიალოგი“, რომლის თემაც იყო   ბრიკეტების წარმოების ეკონომიკური და გარემოსდაცვითი ბენეფიტი. სტუდიაში მოწვეული იყვნენ სტუმრები თხილის ბრიკეტების საწარმოს დამფუძნებელი თამაზ ლომიძე და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელის წარმომადგენელი მაია კოდუა, ასევე თბილისიდან ჩაერთო  არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევითი ჟურნალსტიკის და ადვოკატირებს ცენტრის დირექტორი და მისი ვებპორტალის ევროპა საქართველოსთვის მთავარი რედაქტორი ლიკა ბასილაია-შავგულიძე , რომელმაც ისაუბრა იმ გრძელვადიან პერსპექტივაზე, რომლიდანაც გარემოს შეუძლია სარგებლის მიღება  ბიომასალით სხვადასხვა ბუნებრივი რესურსის ჩანაცვლების შემთხვევაში.

გადაცემის მსვლელობისას სტუმრებმა ადგილობრივი მოსახლეობის მოსაზრებები მოისმინეს, ასევე მაღალი იყო მაყურებლის ინტერესიც, რაც იმით დადასტურდა, რომ დაანონსებულ სოციალურ მისამართზე უამრავი კითხვა შემოვიდა.გადაცემაში საუბარი იყო ევრო ატლანტიკური სივრცის თუ სხვა ცივილიზებული ქვეყნების გამოცდილებაზე, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მხრიდან განსახორციელებელ მხარდაჭერაზე საწარმოების მიმართ და გარემოს დაცვის ეფექტურ მექანიზმებზე.გამოიკვეთა ის, რომ აუცილებელია მოსახლეობის ინფორმირება და მეტი მათი ცნობიერების ამაღლება ამ კუთხით.

სატელევიზიო პროგრამის დამზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. 

სატელევიზიო პროგრამის შინაარსზე პასუხისმგებელია ტელეკომპანია „ოდიში“. ის შესაძლოა არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

“TVოდიში” – თხილის ნაჭუჭისგან წარმოებული ბრიკეტები – პროდუქტის საექსპორტო პოტენციალი ევროკავშირის ბაზარზე