თხილის მსოფლიო კონგრესი 2021 წელს საქართველოში ჩატარდება [Video]

2017 წლის 16 ივნისი | 13:29

თხილისა და მშრალი კაკლოვნების მსოფლიო კონგრესს 2021 წელს საქართველო უმასპინძლებს. ამის შესახებ GARB-ს ინფორმაცია თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციამ მიაწოდა. ალექსანდრე მოწერელიას თქმით, ამ ღონისძიებას ქვეყნისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ეს მსოფლიოს მხრიდან თხილის ბიზნესში საქართველოს როლის აღიარება იქნება.

კონგრესის ფარგლებში, საქართველოში 74 ქვეყიდან 1000 დელეგატი ჩამოვა, ისინი გაეცნობიან თხილის წარმოებას, რაც მოწერელიას აზრით, ადგილობრივი ბიზნესმენებისთვის ახალი ინვესტორების მოზიდვისა და ბიზნესკონტაქტების დამყარების კარგი საშუალება იქნება.

2017 წლის თხილის კონგრესი მაისში ინდოეთში ჩატარდა.

სინქრონი:

ალექსანდრე მოწერილია –  თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი.

ავტორები:

ირმა ჭარაქაშვილი, ბობ ჭურღულია.