“თეთრი ხმაურის მოძრაობა” ნარკოპოლიტიკის შესაცვლელად ინიციატივას პარლამენტში მაისის ბოლოს წარადგენს [Video]

2017 წლის 4 მაისი | 14:35

ქვეყანაში არსებული ნარკოპოლიტის შესაცვლელად „თეთრი ხმაურის მოძრობამ“ ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმასთან ერთად საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი შეიმუშავა, რომელსაც პარლამენტს თვის ბოლოს წარდუგენს.

საკანომდებლო პაკეტი ცვლილებებს ძირითადად სამი მიმართულებით ითვალისწინებს. ესენია: ნარკოტიკების მოხმარებისა და გავრცელების პრევენცია, სამკურნალო და სარეაბილიტაციო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, კანონდბელობის დახვეწა, რომელიც რიგ შემთხვევებში სასჯელის ლიბერალიზებას, ზოგიერთ შემთხვევაში კი პირიქით სასჯელის გამკაცრებას ითვალისწინებს. ცვლილებების მიხედვით, მიუხედავად იმისა რომ ნარკოტიკის მოხმარებისთვის სასჯელი უნდა შემსუბუქდეს,  დასჯადი უნდა გახდეს ის შემთხვევები როდესაც მოქალაქე ავტომობილს ნარკოტიკული თრობის დროს მართავს, ან ასრულებს საპასუხისმგებლო მოვალეობას, მაგალითად თუ ის არის ექიმი და აკეთებს ქირურგიულ ოპერაციებს..

ორგანიზაციაში „თეთრი ხმაური“, ევროპული გამოცდილების გათვალისწინებით, მიაჩნიათ, რომ ნარკოპოლიტიკის  ლიბერალიზება ამ სახის დანაშაულთან ბრძოლის ერთ-ერთი კარგი მექანიზმია, თუმცა აუცილებელია პრევენციული ღონისძიებებიც, მათ შორის საინფორმაციო კამპანიები, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისათვის კი განათლების სამინისტროს აქტიური მონაწილეობა.

ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ ცვლილებების მომზადების პროცესში ჩართული იყო სხვადასხვა სახელმწიფო უწყება, ასევე პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტი.

სინქრონები:

  1. დავით სუბელიანი – ორგანიზაცია „თეთრი ხმაურის მოძრაობა“ წარმოამდგენელი;
  2. ქეტა გაბუნია – ორგანიზაცია „თეთრი ხმაურის მოძრაობა“ წარმოამდგენელი;
  3. ბექა წიქარიშვილი – ორგანიზაცია „თეთრი ხმაურის მოძრაობა“ წარმოამდგენელი.

ავტორები:

ირმა ჭარაქაშვილი, დავით ჯიბუტი.