თელავის #13 უბანზე საიას დამკვირვებელს აგრესიულად ექცეოდნენ – საია {VIDEO}

2016 წლის 30 ოქტომბერი | 12:30

მას არ მისცეს საშუალება, გაცნობოდა ჩანაწერთა წიგნში შეტანილ მონაცემებს. ამის შესახებ ანა ნაცვლიშვილმა მედიაცენტრში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი განმარტებით, პრობლემა მას შემდეგ მოგვარდა, რაც საიას თხოვნით, პროცესში კომისიის თავმჯდომარე ჩაერია. ამავე უბანზე, კომისიის წევრებმა თვითნებურად გაცვალეს ფუნქციები. თელავის #45 უბანზე კი კომისიის თავმჯდომარემ წილისყრაში არ მიაღებინა მონაწილეობა არც ,,ქართული ოცნების” და არც ,,ნაციონალური მოძრაობის” მიერ დანიშნულ საარჩევნო კომისიის წევრებს. აღნიშნულ ფაქტზე საიამ საჩივარი დაწერა.

სინქრონი:

ანა ნაცვლიშვილი – საიას თავმჯდომარე.