თბილისში ვიშეგრადის ქვეყნების ბიზნეს ფორუმი გაიმართება {Video}

2017 წლის 26 აპრილი | 15:34

ნოემბერში თბილისი ვიშეგრადის ქვეყნების ბიზნეს კონფერენციას უმასპინძლებს. ამის შესახებ ჩეხეთი-უნგრეთი, პოლინეთი-სლოვაკეთის ბიზნეს სექტორისა და ,,ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს“  შეხვედრაზე გახდა ცნობილი.

ღონისძიებაზე, რომელსაც ვიშეგრადის ოთხეულის ელჩებიც ესწრებოდნენ, აღინიშნა, რომ ნოემბერში დაგეგმილ ფორუმზე ვიშეგრადის წევრი ქვეყნები საქართველოს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ და ჩვენს ქვეყანაში არსებულ ბიზნეს გარემოს შეაფასებენ.

ბიზნეს სექტორისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ ,,ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს“ ახალი ბიზნეს კატალოგის პრეზენტაციაც გაიმართა. გამოცემაში, ამჯერად, ყურადღებას ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალზე ამახვილებენ.

სინქრონი:

ბესიკ ტოგონიძე – ბიზნესმენი.

ავტორები:

ეკატერინე მამამთავრიშვილი, ალექსანდრე ხატიაშვილი.