თბილისში ტირის ახალი დარბაზი გაიხსნა [Video]

2017 წლის 16 მაისი | 11:58

15 მაისს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე სამგზის ოლიმპიური მედალოსნის  ნინო სალუქვაძის სახელობის ტირის განახლებული დარბაზი გაიხსნა.

დამოუკიდებლობის შემდეგ ეს საქართველოს მასშტაბით მეორე, დედაქალაქისთვის კი პირველი სასროლეთია. სპორტის მინისტრის განცხადებით, ძველ ტირში განთავსებულ 10 სასროლეთ ადგილს კიდევ თორმეტი დაემატა, რაც ტარიელ ხეჩიკაშვილის თქმით, ფედერაციას საშუალებას მისცემს გაცილებით მეტი სპორტსმენი მოამზადოს. გარდა ამისა, მინისტრი ამბობს, რომ დარბაზი მცირე მასშტაბის საერთაშორისო ტურნირებსაც უმანძპინძლებს.

ნინო სალუქვაძე მიზანში სროლაში 1988 წლის სეულის ოლიმპიადის ოქროსა და ვერცხლის მედლის მფლობელია, 2008 წლის პეკინის ოლიმპიადაზე კი მან ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

სინქრონები:

  1. ტარიელ ხეჩიკაშვილი – სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი;
  2. ნინო სალუქვაძე – ოლიმპიური კომიტეტის და სროლის სახეობათა ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი.