თბილისში EU4ENERGY-ის მმართველობის პროექტის რეგიონული ოფისი გაიხსნა {VIDEO}

2017 წლის 10 მარტი | 15:48

საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში ენერგეტიკასთან დაკავშირებული საკანონმდებლო და სარეგულაციო ბაზის გაუმჯობესებისთვის თბილისში EU4ENERGY-ის მმართველობის პროექტის რეგიონული ოფისი გაიხსნა.

EU4Energy-ის მმართველობის კომპონენტი 6.8 მილიონი ევროს ღირებულების პროგრამაა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის. იგი წარმოადგენს EU4Energy-ის უფრო ფართო, 21 მილიონი ევროს მოცულობის ინიციატივის ნაწილს, რომელიც ასევე ფარავს ცენტრალური აზიის ქვეყნებს. EU4Energy-ის მმართველობის პროექტის მიზანია საკანონმდებლო და სარეგულაციო გარემოს განვითარება და საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესება საკვანძო ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის პროექტებისთვის.

პროექტს აფინანსებს ევროკავშირი, ხოლო თანადაფინანსებასა და განხორციელებაზე პასუხისმგებელნი არიან “ენერგეტიკული გაერთიანებისა” და “ენერგეტიკული ქარტიის” სამდივნოები.

სინქრონები:

კახი კალაძე – ენერგეტიკის მინისტრი.