თბილისში დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი იწყება [Video]

2017 წლის 10 მაისი | 19:45

დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი CineDOC-Tbilisi 11 მაისს ოფიციალურად იწყება. ფესტივალს გერმანელი რეჟისორის, კაროლინ გენრეიტის ფილმი „ბედნიერი“ გახსნის. CineDOC-Tbilisi წელს კინომოყვარულებს საშუალებას აძლევს ნახონ 67 დოკუმენტური ფილმი მსოფლიოს 30 ქვეყნიდან.

ფესტივალი წელს შრომით უფლებებს დიდ ყურადღებას უთმობს და ამ თემატიკაზე შექმნილი 8 ფილმი იქნება წარმოდგენილი. მაყურებელი ასევე ნახავს ექვს, ერთმანეთისგან განსხვავებულ და საინტერესო ქართულ ფილმს, მათ შორის, ლევან კუღუაშვილის ნამუშევარს „ გოგიტას ცხოვრება“. ასევე შედგება შორენა თევზაძის ფილმის „დიდუბე ბოლო გაჩერება“ საპრემიერო ჩვენება.

კინოთეატრებთან, რუსთაველთან, ამირანთან და კინოს სახლთან ერთად, ღია ჩვენებები გაიმართება მზიურისა და backstage 76-ში ვაკის პარკში.

ფესტივალის ფარგლებში წარდგენილი ფილმები ასევე ნაჩვენები იქნება საქართველოს რეგიონებში.

ფესტივალი 16 მაისს დაჯილდოების ცერემონიით დასრულდება.

სინქრონები:

  • არჩილ ხეთაგური – ფესტივალის დირექტორი;
  • მიხეილ გიორგაძე – კულტურის მინისტრი;
  • გიედრიუს ჰუოდზიუნასი – ლიტვის ელჩი საქართველოში.