თბილისის შემოვლითი და ნატახტარი-ჟინვალის გზების პროექტირება იწყება [Video]

2017 წლის 25 მაისი | 14:31

თბილისის შემოვლითი გზის 55 კმ-იანი მონაკვეთისა და ნატახტარი-ჟინვალის 28 კმ-იანი მონაკვეთის პროექტი იწყება. ეს იქნება ალტერნატიული ჩქაროსნული მაგისტრალი, რომელმაც ქალაქი უნდა განტვირთოს. ეს ასევე იქნება მლეთა-კობის მონაკვეთისკენ მიმავალი ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის დასაწყისი.

პრემიერ-მინისტრის თქმით,  პროექტირება 25 მაისს იწყება, რომელიც 15 თვეში დასრულდება და შემდეგ დაიწყება მშენებლობა.

“წელს ჩვენი ინფრასტრუქტურული ხარჯები მნიშვნელოვნად გაიზარდა. მომავალ წელს კიდევ გაორმაგება იგეგმება შარშანდელ მონაცემთან მიმართებაში და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს მნიშვნელოვან ეფექტს მოიტანს როგორც ეკონომიკური ზრდის, ისე დასაქმების კუთხით”.- განაცხადა კვირიკაშვილმა.

სინქრონი:

გიორგი კვირიკაშვილი – პრემიერ-მინისტრი.