თამარ კორძაია სამთაწყაროში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება {video}

2013 წლის 5 ივლისი | 15:36

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის განცხადებით, შსს  სამთაწყაროში უმცირესობის უფლებებს დაიცავს და მათ ლოცვის უსაფრთხოდ ჩატარების საშუალება მიეცემათ.

თამარ კორძაიას განმარტებით, შესაბამისი სტრუქტურები იმ პირთა პასუხისგების საკითხს დააყენებენ, რომლებიც რელიგიური უმცირესობის ინტერესებს ზღუდავენ.

სამთაწყაროში რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირება ორი თვის წინ, მას შემდეგ დაიწყო, რაც მუსლიმთა სამმართველომ სოფელში სამლოცველო სახლის გახსნა გადაწყვიტა. სოფელში პარასკევის ტრადიციული ლოცვა რამდენჯერმე, ზედიზედ ჩაიშალა. სამთაწყაროში მიმდინარე მოვლენებს აქტიურად აკვირდება სახალხო დამცველის აპარატი. ომბუდსმენი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ დამნაშავე პასუხს არ აგებს, შესაძლოა,  ინციდენტი კვლავ განმეორდეს და სავალალო შედეგითაც დასრულდეს.

სინქრონი:

თამარ კორძაია – საპარლამენტო უმრავლესობის წევრი.

ავტორები:

ეკატერინე მამამთავრიშვილი, რობერტ ჭურღულია.