ტელეკომპანია “არგომ” GNCC-ს სააპაელაციო სასამართლოში დავა მოუგო {VIDEO}

2017 წლის 19 იანვარი | 18:28

ტელეკომპანია “არგოს”, წინასაარჩევნო პერიოდში საზოგადოებრივი აზრის კვლევის სტანდარტების დარღვევით გაშუქების გამო დაკისრებული ჯარიმა, სააპელაციო სასამართლომ მოუხსნა.  საქმის, ზესტაფონის რაიონული სასამართლოში განხილვის შემდეგ, ტელეკომპანია “არგოს” სანქცია დაეკისრა, თუმცა სააპელაციო სასამართლომ მაუწყებელის სარჩელი დააკმაყოფილა და ჯარიმა მოუხსნა.

30 სექტემბერს, “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ” არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების წესის დარღვევით გამოქვეყნების გამო  ცხრა ტელეკომპანიას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა და საქმე  შემდგომი რეაგირებისთვის  შესაბამის საქალაქო სასამართლოს გადასცა.

საქართველოს ორგანული კანონის “საქართველოს საარჩევნო კოდექსის” 82–ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კანონით დადგენილ ვადებში არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება სავალდებულო ინფორმაციის გარეშე ან გამოქვეყნებასთან დაკავშირებული სხვა წესების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით.

სინქრონები:

მარინა ჯუღელი – ტელეკომპანია “არგოს” დირექტორი;
ნათია კუპრაშვილი – “რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის” აღმასრულებელი დირექტორი.