ჭიათურის სამთო გამამდიდრებელ კომბინატში დასაქმებული გარდაიცვალა [Video]

2017 წლის 12 აპრილი | 17:41

ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის ნომერ პირველ ცენტრალურ გამამდიდრებელ ფაბრიკაში უბედური შემთხვევა მოხდა. გარდაცვლილია 62 წლის მამაკაცი, რომელიც აღნიშნულ ფაბრიკაში ზეინკლად მუშაობდა. შემთხვევის გამომწვევი ზუსტი მიზეზის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს. საქმე 240-ე მუხლით აღიძრა, რაც გულისხმობს უსაფრთხოების წესის დარღვევას სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. საწარმოში აცახდებენ, რომ კომპანია დაკრძალვის ხარჯებს გაიღებს. ინფორმაცია ჭიათურის ტელეკომპმანია „იმერვიზიამ“ მოგვაწოდა.

წყარო: იმერვიზია.