ჭაბუკ მოკრივეთა შორის პირველ საერთაშორისო ტურნირს თბილისმა უმასპინძლა {VIDEO}

2016 წლის 20 აპრილი | 14:48

ჭაბუკ მოკრივეთა შორის პირველ საერთაშორისო ტურნირს თბილისმა უმასპინძლა. შეჯიბრში მონაწილეობას რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენლები იღებდნენ, საქართველოს ნაკრები კი როგორც თბილისის ასევე რეგიონების მოკრივე ახალგაზრდებით იყო წარმოდგენილი.

საქართველოს ნაკრებმა ტურნირი საუკეთესო შედეგებით დაასრულა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ღონისძიება პირველად ჩატარდა და ის მომავალში პერმანენტულ სახეს მიიღებს.

ჭაბუკთა შორის გამართულ ტურნირს საქართველოს სპორტისა და  ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრიც ესწრებოდა.

სინქრონები:

ტარიელ ხეჩიგაშვილი – სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი;
გოგა ორჯონიკიძე – მოკრივე;
დავით გვასალია – მოკრივე;
თემურ ჯგერენაია – მოკრივე.

ავტორები:

გიგა აბულაძე, რობერტ ჭურღულია.