ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნის გავრცელება პარლამენტსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის ახალი დაპირისპირების მიზეზი გახდა [Video]

2017 წლის 9 ივნისი | 19:12

“ჩვენ, ბუნებრივია, გვაქვს ლეგიტიმური ეჭვები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გაჟონა ამ ინფორმაციამ მედიაში და ამ ლეგიტიმურ ეჭვებს აქვს, თავისი საფუძველი”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის მიერ გამოგზავნილი წინასწარი დასკვნის გასაჯაროების ფაქტზე საუბრისას განაცხადა. მისი განმარტებით, დოკუმენტზე ხელი პარლამენტის ხელმძღვანელობასა და პრეზიდენტს მიუწვდებოდა.  ამასთან კობახიძე აცხადებს, რომ რადგან დოკუმენტი მხოლოდ პირველადი ვერსიაა, ვენეციის კომისიის მხრიდან არსებობდა თხოვნა მისი არგასაჯაროების შესახებ.

რაც შეეხება ვენეციის კომისიის წინასწარ დასკვნაში წარმოდგენილი შენიშვნებს, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ  იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განაცხადა, ისინი მათთვის მისაღებია, თუმცა  რამდენიმე მათგანთან მიმართებით გარკვეული კონსულტაციების შესახებაც საუბრობს.

კობახიძს განცხადებას პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ეხმაურებიან. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნი ანა დოლიძე უარყოფს გავრცელებულ ვარაუდებს იმის შესახებ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნის პროექტი პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა.

რაც შეეხება, თავად დოკუმენტის პირველად ვერსიას მისი განცხადებით, ვენეციის კომისიამ წინასწარ დასკვნაში ის მარტივი ჭეშმარიტება აღნიშნა, რომ დემოკრატიული კონსტიტუცია ის კონსტიტუციაა, რომელიც ხალხის ნებას ადეკვატურად ასახავს.

ანა დოლიძის განმარტებით, ეს პრინციპი  უნდა გამოიხატოს უკეთესს საარჩევნო სისტემაში.

სინქრონი:

ირაკლი კობახიძე – პარლამენტის თავმჯდომარე.