სუს-მა ასურეთის სატყეო უბნის ტყის მცველი ქრთამის მოთხოვნის ფაქტზე დააკავა [Video]

2017 წლის 14 ივნისი | 13:37

სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა  გარემოს დაცვის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს ასურეთის სატყეო უბნის ტყის მცველი ქრთამის მოთხოვნის ფაქტზე დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული კანონმდებლობით დადგენილი აკრძალვის მიუხედავად, საქართველოს მოქალაქეს დაჰპირდა ქვემო ქართლში, ასურეთის სატყეო უბნის ტერიტორიაზე, 1000 კვ.მ ტყის ნიადაგის ნაყოფიერი ფენის მოჭრაში დახმარებას, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით მოსთხოვა 6000 ლარის გადახდა.

გამოძიება ქრთამის მოთხოვნის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს,  რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სინქრონი:

ბექა ჯიჭონია – სამმართველოს უფროსი.