სუბსიდირების შესახებ გადაწყვეტილება ივლისის ბოლოს გახდება ცნობილი – ლევან დავითაშვილი [Video]

2017 წლის 21 ივნისი | 16:02

რთველის საორგანიზაციო საკითხები, მათ შორის, სუბსიდირების თემაც, ივლისის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი. ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა განაცხადა. ლევან დავითაშვილის თქმით, წელს ყურძნის დიდი ოდენობის მოსავალს ელოდებიან. მინისტრი აღნიშნავს, რომ გაზრდილია ღვინის ექსპორტის  მაჩვენებელიც.

დავითაშვილმა ,,ვაზისა და ღვინის შესახებ კანონში“  განხორციელებულ ცვლილებებზეც ისაუბრა. მისი თქმით, საკანონმდებლო დონეზე, მარკეტინგის მხრივ, ახალი განმარტებები შემოდის, რომელიც საერთაშორისო დონეზე კომუნიკაციას გაამარტივებს. მინისტრი ამბობს, რომ კანონში შეტანილი ცვლილებები ევრორეგულაციების შესაბამისია.

სინქრონი:

ლევან დავითაშვილი – სოფლის მეურნეობის მინისტრი.

ავტორები:

ნინო ხელაძე, ბობი ჭურღულია.