სტუმარი მრავალკუთხედში – მეწყერსაშიში ზონები საქართველოში {video}

2014 წლის 7 ოქტომბერი | 13:02

აქტუალური თემებიდან გამომდინარე, ახალ სეზონზე “მრავალკუთხედი” ინტერვიუს ბლოკს ყოველ კვირას შემოგთავაზებთ, სადაც ჩვენი თანაწამყვანი, გიორგი მგელაძე, სტუმრებთან ერთად, ეროვნული ბიბლიოთეკიდან ჩაგვერთვება. ამ “მრავალკუთხედის” ბლოკის მთავარი თემა ქვეყნის ტერიტორიაზე არსებულ მეწყერსაშიშ ზონებს უკავშირდება.

სტატისტიკური მონაცემების თანახმად, საქართველოში 53 ათასი მეწყრული უბანია. მათ შორის საშიში კერები თბილისშიც არის. როგორია მდგომარეობა ამ დროისათვის და რა გეგმები აქვს ხელისუფლებას მეწყრულ ზონებში მცხოვრებ მოსახლეობასთან მიმართებით, ამ დეტალების შესახებ სტუმარები: ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს თანამშრომელი დავით კაიკაციშვილი და არასამთავრობო ორგანიზაცია “სენის” წარმომადგენელი რეზო გეთიაშვილი ისაუბრებენ.

გადაცემა “მრავალკუთხედი” – 224.