თელავის საკრებულომ თვითმმართველი ქალაქის და თვითმმართველი თემის გაერთიანების ინიციატივას მხარი დაუჭირა [Video]

2017 წლის 19 მაისი | 15:44

ქალაქ თელავის საკრებულომ 7 ხმით 4-ის წინააღმდეგ მიზანშეწონილად ცნო თვითმმართველი ქალაქისა და თვითმმართველი თემის გაერთიანება. საკრებულოს სხდომამ ხმაურით ჩაიარა. დეპუტატებისა და სხდომაზე დამსწრე საზოგადოების ნაწილი გადაწყვეტილებას უარყოფითად აფასებს.  მათი თქმით, საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც ქართული დემოკრატიის თვითმმართველობის განვითარების გზაზე უკან გადადგმული ნაბიჯია.

როგორც საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განცხადება, საზოგადოების ნაწილი, რომელიც დღეს დარბაზში იმყოფებოდა, მოყვანილი იყო. „ეს ხალხი ვიღაცის მიერ შეცდომაში იყო შეყვანილი“, – განაცხადა არჩილ თხლაშიძემ.

რეგიონული განვითარებისა და ინსფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ თვითმართველობის კოდექსში შესატანი მომზადებული ცვლილებების თანახმად, 7 თვითმართველი ქალაქი მუნიციპალიტეტთან გაერთიანდება, გამგებლის ნაცვლად იქნება მერი, რომელის მანდატიც მთლიანად მუნიციპალიტეტზე გავრცელდება. მერიის და გამგეობის ბიუჯეტები კი გაერთიანდება.  ცვლილების მიზეზად საბიუჯეტო თანხების დაზოგვა სახელდება.

სინქრონები:

  1. არჩილ თხლასიძე – თელავის საკრებულოს თავმჯდომარე;
  2. ნოდარ ეჯიშვილი – ახალგაზრდა პოლიტიკოსთა ლიგა;
  3. ნიკოლოზ ვარდოშვილი – თელავის საკრებულოს ფრაქცია “ძლიერი თელავის” წევრი.

წყარო: TV თანამგზავრი.