რას გვთავაზობს ახალი სადაზღვევო სისტემა {VIDEO}

2017 წლის 20 მარტი | 14:34

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სადაზღვეო სისტემის სიახლეებზე ისაუბრა. აკაკი ზოიძის ინფორმაციით, ოჯახი, რომლის წევრთა შემოსავალი 40 000 ლარს ცდება, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ვეღარ ისარგებლებს, თუმცა ვერდიკალური პროგრამების გამოყენება შეეძლება.

დეპუტატის თქმით, მოქალაქეს, რომლის ხელფასიც 1000 ლარს ცდება, ამბულატორიულ მკურნალობაზე თანხის  ნახევრის გადახდა მოუწევს. ზოიძის განმარტებით, ამით სახელმწიფო უბიძგებს მათ, რომ შეიძინონ კერძო დაზღვევა.

მისივე ინფორმაციით,  ონლაინ რეჟიმში იქნება დაფიქსირებული ინფორმაცია ოჯახების შემოსავლების შესახებ, მისი შემცირების  შემთხვევაში კი,  აღნიშნული ოჯახები ისევ ჩაერთვებიან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში.

სინქრონი:

აკაკი ზოიძე – პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე