სოფლის მეურნეობაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის მიზნით ფერმერებს ტრენინგები უტარდებათ [Video] | GarbOnline.TV

სოფლის მეურნეობაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის მიზნით ფერმერებს ტრენინგები უტარდებათ [Video]

2017 წლის 22 ივნისი | 14:36

ქართველი მეწარმეებისთვის თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაში ხელშეწყობის მიზნით HACCP-ის აკრედიტირებული კურსი მიმდინარეობს, რომელიც ასოციაცია მომავლის ფერმერის სპეციალური პროგრამისა და კაჭრეთის პროფესიულ კოლეჯ „აისის“ მხარდაჭერით ხორცილდება.  3 დღიანი კურსის ფარგლებში პროექტის მონაწილეებს  თანამედროვე მიდგომებსა და გამოცდილებას HACCP-ის საერთაშორისო ალიანსის ინსპექტორი, აიდაჰოს უნივერსიტეტის პროფესორი ჯეკ კრონენბერგი აცნობს.

იმ მეწარმეებს,  რომლებიც კურსს წარმატებით დაასრულებენ, შესაძლებლობა ექნებათ საკუთარ საწარმოებში თავად დანერგონ HACCP-ის სტანდარტები და  გადაამზადონ საკუთარი თანამშრომლები.

სინქრონები:

    1. მამია ბუგულიშვილი – შ.პ.ს “ნიშას” დირექტორი;
    2. მაგდა მენაბდე  –  “ფერმერი ფერმერს” პროექტის დირექტორი;
    3. მიხეილ მათიაშვილი – ინდ. მეწარმე.